ის, რომ უკრაინა კასეტურ ბომბებს იყენებს, შეერთებული შტატების ბრალია. ამის შესახებ გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა გამოცემა "სპუტნიკისთვის" მიცემულ ინერვიუში განაცხადა. " შეერთებულ შტატებს კიევი იმ იარაღით რომ მოემარაგებინა, რაც უკრაინას სჭირდება, ისინი კასეტურ ბომბებს არ გამოიყენებდნენ. ამიტომ ეს მთლიანად ჩვენი ბრალია,"-აღნიშნა მაკკეინმა. კიევს კასეტური ბომბების გამოყენებაში ეუთოს სადამკვირვებლო მისია ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები