რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი გაასამართლეს. მოსკოვის ლეფორტოვის სასამართლომ დამნაშავედ გენადი კრავცოვი ცნო. მას ბრალად დასავლეთის სპეცსამსაურებითვის საიდუმლო მასალების გადაცემა ედება. კრავცოვი 2014 წლის მაისში დააპატიმრეს, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო ღალატის ბრალდებით აღიძრა. ანალოგიური ბრალდებით მოსკოვში ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსეთის რამდენიმე მოქალაქე გაასამართლეს.
მასალის გამოყენების პირობები