მოსკოვი დონბასში გაეროს სამშვიდობოების შესვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, მსგავსი ექსპერიმენტის შესაძლებლობა არ გამოირიცხება და ამ საკითხთხზე მსჯელობა მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, მოვლენათ განვითარების ასეთი სცენარი დღეს მოსკოვშიც განიხილონ, სადაც საგანგებო ვიზიტით გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ჩავლენ.
მასალის გამოყენების პირობები