უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები დონბასში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან. პეტრო პოროშენკოს, ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის შეხვედრა კიევში გვიან ღამით დასრულდა. მხარეებმა კონფლიქტის ზონიდან ჯარებისა და მძიმე ტექნიკის გაყვანა და ტყვეების გათავისუფლების ინიციატივა დააყენეს და მინსკის შეთანხმების შესრულება მოითხოვეს. გარდა ამისა, პოროშენკომ ევროპელ ლიდერებს უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების პროცესში შუამავლობა სთხოვა. დღეს მერკელი და ოლანდი მოსკოვში კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან.