სომალიში ისლამისტთა ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. "აშ-შაბაბის" დაჯგუფების მეთაური ამდი ნურ მაჰდი ქალაქ დინსურში გასულ კვირას დაიღუპა. ტერორისტი ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის იერიშს ემსხვერპლა. მაჰდის ბრალად ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე მასშტაბური ტერაქტის განხორციელებაში ედებოდა.