თურქეთის ხელისუფლება მეტალურგიულ ქარხნებში დაწყებული გაფიცვის მონაწილეებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
"გაფიცვა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ, ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,"-ნათქვამია მთავრობის საგანგებო განცხადებაში.
1980 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მიღებული კანონით თურქეთის ხელისუფლებას გაფიცვების აღკვეთის უფლება აქვს, თუმცა როგორც პროფკავშირების ლიდერი ანდან სერდაროღლუ აცხადებს, აქციის მონაწილეები უკან დახევას არ აპირებენ. ისინი ხელფასის გაზრდასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.