საბერძნეთი საგარეო ვალების საკითხის განხილვას საერთაშორისო დონორებთან არ აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის ახალმა ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა განაცხადა. მისივე თქმით, ათენი ევროზონის ქვეყნებთან პირდაპირ დიალოგს აწარმოებს, რათა საბერძნეთს ვალების ნაწილი ჩამოეწეროს.
უკვე ცნობილია, რომ გერმანიის კანცლერი საბერძნეთისთვის ვალების ჩამოწერაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ამჟამად ათენის საგარეო ვალი 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.