რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ივანოვი აცხადებს, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში უკრაინას იყენებენ, როგორც „ტარანს", რათა რუსეთი და ევროკავშირი ერთმანეთს წაჰკიდონ.
,,სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უპირველეს ყოვლისა, ოკეანისგაღმელები, ჩემის აზრით უკრაინას განიხილავენ, როგორც ინსტრუმენტს, ,,ტარანს" რომლის მეშვეობითაც თავიანთი შიდაპოლიტიკური ამოცანების გადაჭრას ცდილობენ. მათ შორის ერთ-ერთი რუსეთის ევროკავშირთან წაკიდებაა." - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
ივანოვი აღნიშნავს, რომ აშშ ამით სულაც არ ზარალობს, რადგან რუსეთსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის მოცულობა ნულის ტოლია, ხოლო რუსეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის დონე სერიოზულ ციფრებს მოიცავს.
ივანოვის შეფასებით, უკრაინელი ხალხის ბედი დასავლეთს ,,სულაცარ ანაღვლებს"
,,რომ ანაღვლებდეთ, კარგა ხნის წინ მისცემდნენ დიდ თანხას, მაგრამ რატომღაც არ აძლევენ." - განაცხადა მან.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება სულაც არ არის ღარიბი, რამე რომ შეიცვალოს, სხვაგან წავლენ, პასუხს კი ყველაფერზე უკრაინელი ხალხი აგებს.