იტალიის პოლიციამ ერთ-ერთი უძლიერესი მაფიოზური დაჯგუფების ,,ნდრანგეტას" წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას 163 ადამიანი დააკავა.
სპეცოპერაცია სამართალდამცავებმა ქვეყნის 6 ოლქში: ემილია-რომანიაში, ლომბარდიაში, პიემონტეში, ბენეტოში, კალაბრიასა და სიცილიაში ერთდროულად განახორციელეს.
,,ნდრანგეტა" ძირითადად კოკაინის გასაღებით არის დაკავებული, თუმცა იტალიელი სამართალდამცავები დაჯგუფებას რეკეტში, ფულის გათეთრებასა და ფინანსურ მაქინაციებშიც ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები