ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მაისს მოსკოვს ეწვევა. ეს ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისივე განმარტებით, კიმ ჩენ ინი 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. იმ შემთხვევაში, თუ ფხენიანის ლიდერი გადაწყვეტილებას არ შეიცვლის, ეს უცხოეთში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები