თბილისის ისტორიის მუზეუმში როლანდ დუმბაძის რეტროსპექტულ გამოფენა მიმდინარეობს.
გამოფენის მიზანია, დიდი ხნის შემდეგ ფართო საზოგადოებას წარუდგინოს როლანდ დუმბაძის მიერ, წლების მანძილზე, განსაკუთრებულ ფერწერულ სტილში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები.
როლანდ დუმბაძემ დაამთავრა სამხატვრო აკადემიის სამრეწველო გრაფიკის სპეციალობა. 1978 წლიდან მუშაობდა მხატვარ-გრაფიკოსად საქართველოს ტელევიზიის I არხზე, თბილისის დიზაინის კვლევით ინსტიტუტში და მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. შექმნა ფორმის დიზაინი საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისათვის.
1990-დან ცხოვრობს და მოღვაწეობს მოსკოვში, სადაც გახსნა საბავშვო სტუდია, მიიღო აქტიური მონაწილეობა ,,არბატის ივერიის" გალერეის შექმნაში, კურირებდა ქართველი მხატვრების გამოფენებს მოსკოვში.
2004 წლიდან დღემდე ავტორმა გამართა გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში: ნიცა, ნიუ-იორკი, ლოს-ანჟელესი, მადრიდი, ვალენსია, ბერლინი და ა.შ. 2009 წელს ავტორი ბრუნდება საქართველოში და ხსნის მოდის, დიზაინისა და მოდელირების სტუდიას, ამავდროულად არის მოწვეული პედაგოგი სამხატვრო აკადემიაში.
გამოფენა გაგრძელდება 3 თებერვლამდე.