ეუთო ყირიმელი თათრების ტელეკომპანია ATR-ში მოწყობილ რეიდს გმობს. გამთენიისას სიმფეროპოლში მდებარე ტელეკომპანიის ოფისში ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, შენობა გაჩხრიკეს და ქონების კონფისკაცია მოახდინეს. დაკავებულა ტელეკომპანიის რამდენიმე თანამშრომელი. ამ დროისათვის ტელეკომპანიის მაუწყებლობა შეწყვეტილია. მომხდართან დაკავშირებით რუსულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები