14 აპრილს, 18:45 საათზე, კულტურის საერთაშორისო ცენტრში "მუზაში" საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აწყობს ქართული სიმღერის საღამოს, რომელზედაც უნივერსიტეტის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი "ქალგულო" შეასრულებს ქართულ ხალხურ, ქალაქურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს.
ანსამბლის ხელმძღვანელია პროფეროსი გომარ სიხარულიძე, პედაგოგები ნინო სიხარულიძე და ბადრი ტუღუში.