იენს სტოლტენბერგი რუსეთს სეპარატისტთა მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. სტოლტენბერგმა დონბასში ვიტთარების ესკალაციის გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა და მარიუპოლში დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დაადასტურა, რომ მარიუპოლის დასახლებული რაიონი სეპარატისტთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაიბომბა და რუსეთი სეპარატისტთა შეიარაღებასა და ფინანსურ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები