რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის არმიას „ნატოს ლეგიონს" უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანია რუსეთის ფედერაციის შეჩერება. შესაბამისი განცხადება ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
„ჩვენ ხშირად ვამბობთ: უკრაინის არმია, უკრაინის არმია. რეალურად ვინ იბრძვის იქ? იქ რეალურად ნამდვილად არის შეიარაღებული ძალების ნაწილობრივი ქვედანაყოფი, მაგრამ მნიშვნელოვნად ეს ეგრეთ წიდებული „მოხალისეთა ნაციონალური ბატალიონებია", - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ეს არ არის არმია, ეს არის უცხოური ლეგიონი, ამ შემთხვევაში უცხოური ნატოს ლეგიონი, რომელის მიზანსაც არ წარმოადგენს უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვა.
„იქ სხვა მიზანია და ის უკვაშირდება გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევით რუსეთის შეჩერებას. რაც არ ემთხვევა უკრაინელი ხალხის ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.