დღეს ვარშავის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური ტელეარხები ავრცელებენ.
,,აფეთქება ექვსართულიანი სახლის პირველ სართულზე მოხდა. დაჭრილია სამი ადამიანი." - განაცხადა ვარშავის სახანძრო საგუშაგოს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, აფეთქება ისეთი სიძლიერის იყო, რომ სახლის ახლოს მიმავალი სამგზავრო ავტობუსიც დაზიანდა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
მათი ვარაუდით, ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები