ქალაქ დონეცკის ლენინის რაიონში ნაღმმტყორცნიდან ნასროლი ჭურვი ტრამვაის ერთ-ერთ გაჩერებას მოხვდა, რის შედეგადაც ათამდე მშვიდობიანი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, რამდენიმემ კი დაზიანება მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,უკრინფორმი" თვითმხილველის ნათქვამზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, სავარაუდოდ ტრანსპორტზე დამაგრებული მოძრავი ნაღმტყორცნიდან საცხოვრებელი სახლების მიმართულებით რამდენიმე ზალპი განხორციელდა.
დონეცკის მოქალაქეები აცხადებენ, რომ მსგავსი საომარი ტექნიკით რუსი ,,ბოევიკები" რამდენიმე დღეა ქალაქის დასახლებულ პუნქტებში გადაადგილდებიან.
მასალის გამოყენების პირობები