ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროები საფრანგეთშია. როგორც უცხოური მედია წერს, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ევროპის მასშტაბით საფრანგეთში სასტუმრო მომსახურება ყველაზე ძვირადღირებულია.
Trivago -ს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში ევროზონაში სასტუმროებში ორადგილიანი სტანდარტული ნომრის ღირებულება საშუალოდ 92 ევროა, ეს იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 124 ევროს აღწევს.
2012, 2013 და 2014 წლების სტატისტიკური ინფორმაციით, საფრანგეთი სასტუმროების მხრივაც საკმაოდ ძვირადღირებულია.
ევროზონაში საფრანგეთის შემდგომ სასტუმრო ნომრების ღირებულება ძვირი გერმანიაში, ბელგიაში, ესპანეთში, ირლანდიასა და იტალიაშია.