5, 6 და 7 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში „ნული საათის" ქართული დადგმის საპრემიერო ჩვენება გაიმართება.
სპექტაკლი „ნული საათი" აგებულია კინოსა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობაზე.
სპექტაკლი არის ბრიტანული ეკრანიზებული თეატრის სრულიად არაჩვეულებრივი და ინოვაციური ნიმუში. აღნიშნული წარმოდგენა საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იდგმება.
ფილმის ჩარჩოებში მოქცეული, რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი „ნული საათი", ორიგინალური შერწყმაა ცოცხალი წარმოდგენის წინასწარ ჩაწერილ ფილმთან, ანიმაციასთან, კომპიუტერულ იმიჯებთან და ყოველივეს მეშვეობით ქმნის სამყაროს, სადაც ადამიანური ურთიერთობები ისტორიულ მოვლენათა ეპიცენტრშია.
„ნული საათი" მოგვითხრობს ჩახლართულ ამბავს და გვიჩვენებს ისტორიის რაღაც მომენტმა თუ წამმა რამდენად განუსაზღვრელი შედეგი შეიძლება მოუტანოს ამ ორომტრიალში ჩათრეულებს. ეს წარმოდგენა ამავდროულად არის თავდავიწყებამდე რომანტიკული და ტკივილამდე შეპყრობილი (სექსით, ბავშვებით, სიკვდილით, მეორე მსოფლიო ომით და დროში მოგზაურობით) და უშუალოდ ახდენს imitating the dog კომპანიისთვის დამახასიათებელი ინოვაციური თხრობის დემონსტრირებას.
„ნული საათი", მისი დადგმა საქართველოში წარმოადგენს კომპანიის Imitating the dog, ბათუმის მუსიკალური ცენტრისა და ბათუმის დრამატული თეატრის ერთობლივ ნამუშევარს. წარმოდგენის მხარდამჭერები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო.