გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა პუტინის გეგმას საოკუპაციო უწოდა. სამანტა პაუერის თქმით, პუტინმა პოროშენკოს დონბასის კრიზისის დარეგულირების ახალი გეგმა შესთავაზა, რომელიც რუსეთს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისგან ათავისუფლებს და სეპარატისტების მიერ მიტაცებული ტერიტორიების ლეგიტიმაციას ახდენს. "ასეთი სამშვიდობო გეგმები ჩვენ ადრეც ნანახი გვაქვს აფხაზეთში, სამხრეთბ ოსეთსა და დნესტრისპირეთში. ეს არის საოკუპაციო გეგმა,"-აღნიშნა უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას სამანტა პაუერმა.