რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი ევროპასთან დიალოგზე უარს არ ამბობს, თუმცა ცალ კარში თამაშს არ აპირებს. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი ევროკავშირთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და სავაჭრო ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ ევროპა რუსეთს სანქციებს მოუხსნის. "თუ ევროკავშირს სანქციების მოხსნა არ სურს და ისევ ჩვენს დარწმუნებას შეეცდება იმაში, რომ საკუთარი პრუდუქტი რუსეთის ბაზარზე უნდა შემოიტანოს, არაფერი გამოუვა, რადგანაც ცალკარას თამაშს არ ვაპირებთ,"-აღნიშნა ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები