დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლაში "მემარჯვენე სექტორის" ლიდერი დაიჭრა. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალ "ცენზორის" რედაქტორი იური ბუტუსოვი სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე" წერს. მისივე თქმით, დიმიტრი იაროშს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა, რის შემდეგაც აეროპორტის ტერიტორიიდან მისი ევაკუაცია განხორციელდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იაროშს ხელის მოტეხელობა და თავის მსუბუქი დაზიანება აქვს.