უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეიარაღებული ძალების გაზრდის ინიციატივას აყენებს. იაცენიუკის თქმით, არმიის შემადგენლობა 184-დან 250 ათას სამხედრო მოსამსახურებმდე უნდა გაიზარდოს. მისივე თქმით, მთავრობა შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში უახლოეს ხანებში შეიტანს. იმ შემთხვევაში, თუ რადა იაცენიუკის ინიციატივას მხარს დაუჭერს, არმიის შემადგენლობა 66 ათასი სამხედრო მოსამსახურით გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები