მარია შარაპოვამ ავსტრიის ღია პირველობის კიდევ ერთი ეტაპი დაძლია. მესამე წრეზე რუსმა ჩოგბურთელმა თანამემამულე ალექსანდრა პანოვა 6:1, 4:6, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. შემდეგ ტურში მსოფლიოს მეორე ჩოგანი ზარინა დიასისა და ანა შმიდოვას წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები