მსოფლიოს მეორე ჩოგანი მარია შარაპოვა ავსტრალიის ჩემპიონატის მეორე წრეში გავიდა. რუსმა ჩოგბურთელმა ხორვატი პეტრა მარტიჩი საათსა და 25 წუთში 6:4, 6:1 დაამარცხა. მომდევნო ტურში შარაპოვა თანამემამულე ალექსანდრა პანოვას დაუპირისპირდება. პირველ წრეში 150-ე ადგილზე განთესილმა პანოვამ რუმინელი სორანა კირსტი დაამარცხა. ტურნირის საპრიზო ფონდი 15 მილიონ დოლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები