13 იანვარს, 15:00 საათზე, "მსახიობის სახლის" მცირე დარბაზში, (ლეონიძის ქ. 11-ა) საქართველოს თეატრალურ საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ქავთარაძე გამოაცხადებს ყოველწლიური კონკურსის "წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება" შედეგებს.
გამარჯვებულები გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ შემდეგ ნომინაციებში:
_ წლის საუკეთესო სპექტაკლი _ "გრან პრი"
_ წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი
_ საუკეთესოდ შესრულებული მამაკაცის როლი
_ საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლი
_ მეორე ხარისხოვანი მამაკაცის და ქალის როლები
_ საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი _ ვაჟი, ქალი.
_ საუკეთესო სცენოგრაფია
_ ორიგინალური მუსიკა სპექტაკლისათვის
_ საუკეთესო კრიტიკული რეცენზია
_ საუკეთესო თეორიული ნაშრომი
_ სპეციალური პრემიები თეატრალურ ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის.
გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და ფულადი პრემიები.
კონკურსი მთლიანად დააფინანსა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა.
ღონისძიება ეძღვნება ყოველწლიურ, ტრადიციულ "ქართული თეატრის დღეს-14 იანვარს.