მსოფლიო სოლიდარობის დემონსტრირება პარიზში. საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ერთობის მარში მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს.
ფრანგ ხალხს სოლიდარობას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბრიტანეთის პრემიერი დევიდც ქემერონი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშeნკო, ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ, პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი და მსოფლიოს 40 ქვეყნის ლიდერები გამოუცხადებენ.
პარიზში ჩასვლას გეგმავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ქართულ დელეგაციას კი პრემიერი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
ერთობის მარშთან დაკავშირებით პარიზში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღeბული. მარშის მონაწილეთა უსაფრთხოებას 5500 პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე დაიცავს.