აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს საქართველოს მთავრობა ამ კვირაში მოუსმენს.
ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა გააკეთა.
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში შექმნილი ვითარებაში გარკვევა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობას უკვე დაავალა. ამასთან, გადაწყდა, რომ ლევან ვარშალომიძეს მინისტრთა კაბინეტის წევრები სავარაუდოდ, ოთხშაბათ, 14 აპრილს მთავრობაზე მოუსმენენ და არსებული პრობლემების მოგვრების გზებზე მასთან ერთად იმსჯელებენ", - აღნიშნა ნიკო მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე აჭარისთვის გაზრდილი ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირებას ითხოვს.