2015 წლის 1-ლი იანვრიდან უკრაინელებისთვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ევგენი პერებინისი აცხადებს, უკრაინაში ბიომეტრიული პასპორტების გაცემა 2015 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება. ხოლო შემდეგი ნაბიჯი კი უკვე ბიომეტრიული პასპორტებით ევროკავშირის სახელმწიფოებში უვიზო შესვლა იქნება.
"2015 წლიდან კი ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, უკრაინის მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლაზე ბიომეტრიული პასპორტებით"- განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.