პოლონეთის პრეზიდენტის, მისი მეუღლისა და თვითმფრინავ ტუ 154-ის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სმოლენსკის ოქლის გუბერბატორმა სერგეი ანტუფიევმა დაადასტურა და განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა. განცხადება ამის შესახებ გუბერნატორმა რამდენიმე წუთის წინ, ტელეარხ "რასია 24"-ის ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ სმოლენსკის ოლქში ავიაკატასტროფა განიცადა თვითმნფრინავმა, რომელიც ვარშავიდან სმოლენსკში მიფრინავდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანის ინფორმაციით, ამ თვითმფრინავში ლეხ კაჩინსკი პოლონეთის დელეგაციასთან ერთად მიფრინავდა კატინში მემორიალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 132-ვე მგზავრი გარდაიცვალა. ბორტზე კაჩინსკი მეუღლესთან, მარია კაჩინსკისთან ერთად იმყოფებოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სმოლენსკის ოლქთან დღეს მომხდარი ავიაკატასტროდოის მიზეზების შემსწავლელი კომისია შექმნა. კომისიას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი უხელმძღვანელებს.