სააგენტო როიტერის ინფორმაციით,, პოლოეთის პრეზიდენტი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ სმოლენსკის ოლქში ავიაკატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომელიც ვარშავიდან სმოლენსკში მიფრინავდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანის ინფორმაციით, ამ თვითმფრინავში ლეხ კაჩინსკი პოლონეთის დელეგაციასთან ერთად მიფრინავდა კატინში მემორიალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 87-ვე მგზავრი გარდაიცვალა.
ბორტზე კაჩინსკი მეუღლესთან, მარია კაჩინსკისთან ერთად იმყოფებოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სმოლენსკის ოლქთან დღეს მომხდარი ავიაკატასტროდოის მიზეზების შემსწავლელი კომისია შექმნა. კომისიას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი უხელმძღვანელებს.