დღეს, 10 აპრილს, ქუთაისის სპორტის სასახლე საკალათბურთო "სუპერლიგის" "ყველა ვარსკვლავის" მატჩს უმასპინძლებს. ქუთაისში მატჩის გარდა, სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსი ჩატარდება.
თამაშში მონაწილე ხუთეულები "სუპერლიგის" ვებგვერზე მიმდინარე გამოკითხვით შეირჩა, დანარჩენი 7-7 მოთამაშე გუნდების მწვრთნელებმა დაასახელეს.
გუნდების მწვრთნელები არიან სუპერლიგის ცხრილში პირველ და მეორე ადგილზე გუნდების თავკაცები - მიხეილ ბერუაშვილი ("ენერჯი-ინვესტი") და მიხეილ კობეშავიძე ("სსაუ").