სიდნეიში მძევალთა დრამა გრძელდება. ტყვეობიდან თავის დაღწევა რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთმა ქალბატონმა შეძლო. შენობაში სავარაუდოდ 15-მდე მძევალი რჩება. მანამდე კაფიდან გამოღწევა ხუთმა მძევალმა, 3 ქალბატონმა და ორმა მამაკაცმა შეძლო. შეიარაღებული მამაკაცი სიდნეის ერთ-ერთ კაფეში დღეს დილით შეიჭრა და შენობაში მყოფები მძევლად აიყვანა. ტერორისტი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარს ითხოვს. ის სავარაუდოდ რადიკალური დაჯგუფება "ისლამისტური სახელმწიფოს" მხარდამჭერია.
მასალის გამოყენების პირობები