თურქეთის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ განაცხადა. მისივე განმარტებით, დაკავებულია ანტისამთავრობო მოძრაობა "ჰიზმეტის" რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებდნენ. მათ ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის მცდელობას უყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები