ბელგიაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვა დაიწყო. ადგილობრივი პროფკავშირები სამთავრობო პროგრამას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ხარჯები მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. გაფიცვაში მონაწილეობას სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებულები, ასევე ადგილობრივი აეროპორტების, სკოლებისა და სავაჭრო დაწესებულებების თანამშრომლებიც იღებენ. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება საბიუჯეტო ცვლილებებზე უარს არ იტყვის, პროფკავშირები პერმამენტული აქციებითა და გაფიცვებით იმუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები