იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი ბლოკი ლიდერობს. სინძო აბეს ლიბერალ-დემოკრატიული პარტია და პოლიტიკური მოძრაობა "კომეიტო" მომავალ საკანონმდებლო ორგანოში 475-დან სავარაუდოდ 325 მანდატს მიიღებენ. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პრემიერმა აბემ 2 თვის წინ გამოაცხადა. იაპონიის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის შექმნით ქვეყანაში რადიკალური ეკონომიკური რეფორმების გატარებას შეძლებს, რასაც 2 წელია, უშედეგოდ ცდილობს.
მასალის გამოყენების პირობები