"მის მსოფლიო 2014" სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი გახდა. პლანეტის ულამაზესი ქალბატონის ტიტული 22 წლის როლინ სტროსს ერგო. მის მსოფლიო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. თავისუფალ დროს ის წიგნების კითხვითა და გოლფის თამაშით არის დაკავებული. გარდა ამისა, პლანეტის პირველი ლამაზმანი ფლეიტაზე, გიტარასა და ფორტეპიანოზეც შესანიშნავად უკრავს. მის მსოფლიოს კონკურსი ლონდონში გვიან ღამით დასრულდა. მასში მონაწილეობას მსოფლიოს 125 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა.
მასალის გამოყენების პირობები