მძევალთა დრამა ავსტრალიაში. სიდნეის ერთ-ერთ კაფეში გამთენიისას შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. კაფის მფლობელი კომპანიის, ლინდტის ხელმძღვანელობის თქმით, შენობაში სავარაუდოდ 40-მდე ადამიანი, მათ შორის, 10 თანამშრომელი და 30-მდე კლიენტი იმყოფება. კაფის შესასვლელ კართან ტერორისტმა სამი მძევალი დააყენა და ხელში არაბულ წარწერებიანი შავი დროშა დააჭერინა, რომელიც ჯიჰადისტთა დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" დროსას ჰგავს. ამ დროისათვის კაფის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის მიერ არის გარშემოტყმული. ახლომდებარე შენობებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ტონი ებოტის თქმით, ტერორისტის მოთხოვნები ჯერჯერობით უცნობია. არ არის გამორიცხული, ის თანამზრახველებთან ერთად მოქმედებდეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტერორისტმა სამართალდამცავებს სიდნეის რამდენიმე რაიონში დამონტაჟებული ბომბების შესახებაც აცნობა.
მასალის გამოყენების პირობები