უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნის ეკა ზღულაძისთვის მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებას ხელი მოაწერა.
„მე როგორც პრეზიდენტს, თქვენი დიდი იმედი მაქვს. მიმაჩნია, რომ თქვენი უნიკალური როლი სისტემის მართვაში შსს-ს საბჭოთა მოდელს ევროპულ მოდელად აქცევს"-ამ სიტყვებით მიმართა პეტრო პოროშენკომ ეკა ზღულაძეს, რომელიც შს მინისტრის მოადგილის პოსტზეა წარდგენილი.
პრეზიდენტმა იმდი გამოთქვა, რომ უკრაინაში გატარებული რეფორემების შემდეგ ინსპექტორები ქრთამ საღარ აიღებენ, ისევე როგორც ეს საქართველოში მოხერხდა.
ეკა ზღულაძემ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იმუშავებს უკრაინისთვის და უკრაინაში.
„ჩემთვის ეს არა საქართველოში მუშაობის გაგრძელებაა, არამედ ახალი ქვეყანა, ახალი პროექტია და ეს იქნება უკრაინის რეფორმა"-განაცხადა ზღულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკა ზღულაძე საქართველოს შსს მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, იგი ასევე ასრულებდა მინისტრის მოვალეობასაც.