ვლადივასტოკში კრიმინალი კატა აღმოაჩინეს. მწითური კატა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაიჭირეს.
მაწანწალა ცხოველი გასულ კვირას აეროპორტის ზღვის პროდუქტების მაღაზიაში შეიპარა და ძვირადღირებულ ნაწარმს მუსრი გაავლო. აეროპორტის პრეს-სამსახურის უფროსის, ევგენი ხამიცევიჩის თქმით, კატას უახლოეს ხანებში ხოკეის კლუბ "ადმირალს" თილისმად გადასცემენ.
მის მიერ მაღაზიისთვის მიყენებულ ზარალს კი კლუბის ხელმძღვანელობა აანაზღაურებს.