ვაშინგტონის მიერ დამატებითი სანქციების დაწესების შემთხვევაში მოსკოვი საპასუხო ზომებს მიმართავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რომში 14 დეკემბერს რუსეთისა და ამერიკის პირველი დიპლომატების შეხვედრა იგეგმება, რომელზეც მხარეები უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისებს განიხილავენ. არ არის გამორიცხული, ლავროვმა კერისთან შეხვედრისას კონგრესის მიერ უკრაინის მხარდამჭერი აქტის მიღების თემა დააყენოს. რიაბკოვის თქმით, ამერიკელ კონგრესმენთა მიერ მიღებული დოკუმენტი აშკარად ანტირუსულ ხასიათს ატარებს.