რუბლის კურსი 2015 წელს მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, თუმცა მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში რუსული ეროვნული ვალუტა მცირედ შესუსტდება. ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა. მისივე თქმით, ნავთობის გაუფასურების ტენდენცია კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება, მომავალი წლის მეორე ნახევრიდან კი შავი ოქროს ფასი მოიმატებს. კუდრინის თქმით, რუბლის კურსი ნავთობის ფასზე იქნება დამოკიდებული. "როდესაც ნავთობის ფასი მოიმატებს, რუბლის კურსი მცირედ გამყარდება. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ ერთი წლის შემდეგ რუბლის კურსი დღევანდელ ნიშნულზე იქნება ან მცირედით შესუსტდება,"-განაცხადა კუდრინმა.
მასალის გამოყენების პირობები