"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ვეტმფრენი ჩამოაგდეს. EC635 ტიპის სამხედრო ვეტმფრენს ჯიჰადისტებმა რაკეტა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო დანადგარიდან ესროლეს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიასა და ერაყში ამერიკული სარაკეტო კომპლექსები ჩაიგდეს ხელში, 4 თვის წინ გავრცელდა. ოქტომბერში ისლამისტებმა ქალაქ ბეიჯიში ამერიკული ვეტმფრენი ჩამოაგდეს.