უკრაინის თავდაცვის მინისტრი ბიუჯეტის გაორმაგებას ითხოვს. სტეპან პოლტარაკის თქმით, სხვაგვარად პრორუს სეპარატისტებთან წარმატებით ბრძოლა გართულდება. მისივე განცხადებით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 3 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. ამასთან, უნდა ამოქმედდეს წვევამდელთა გაწვევის სისტემაც. პოლტარაკის თქმით, 2015 წელს არმიაში 45 ათასამდე წვევამდელის გაწვევა იგეგმება, 10 ათასამდე მოსამსახურეს კი თავდაცვის უწყება კონტრაქტით აიყვანს.
მასალის გამოყენების პირობები