რომის პაპმა ტიბეტის სულიერ ლიდერთან შეხვედრაზე უარი თქვა. გავრცელებული ინფორმაციით, პაპთან აუდიენცია თავად დალაი-ლამამ ითხოვა, რომელიც რომში ნობელის ლაურეატებს შეხვდა, თუმცა ფრანცისკ პირველმა ტიბეტის ლიდერი არ მიიღო. ვატიკანი პაპის გადაწყვეტილების მიზეზად ჩინეთის ფაქტორს ასახელებს, რომელსაც დალაი-ლამა სეპარატისტ ლიდერად ჰყავს გამოცხადებული. როგორც ვატიკანი აცხადებს, პაპს ჩინეთთან ურთიერთობის გაუარესება არ სურს.
მასალის გამოყენების პირობები