უამინდობა ინდონეზიაში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ კუნძულ იავაზე წყალდიდობა გამოიწვია, რასაც ძლიერი მეწყერი მოჰყვა. ჩამოშლილმა მთის ქანებმა ბანჯარნეგარის პრონიცნიაში ასამდე საცხოვრებელი სახლი დაფარა. მაშველებმა ამ დროისათვის 3 ცხედრის აღმოჩენა შეძლეს, 108 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები