დიმიტრი როგოზინს ამერიკელები "პატარა, ბოროტ ბავშვებს" აგონებენ. ამ ეპითეტით რუსეთის ვიცე-პრემიერმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯენ პსაკის განცხადება შეაფასა. "ისინი პატარა, ბოროტი ბავშვებივით იქცევიან: ახარებთ სხვისი წარუმატებლობა, შურთ სხვისი წარმატება და ყველგან ფეხს გიდებენ,"-განაცხადა როგოზინმა. რუსეთის ვიცე-პრემიერი პსაკის ბოლო განცხადებამ გააღიზიანა. ქერის უწყების პრეს-სპიკერმა ცივილიზებულ მსოფლიოს რუსეთთან თანამშრომლობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები