შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის აზრით, საქართველოში 21-ე საუკუნეში მეფობის აღდგენა სრული ანაქრონიზმია.
"საქართველოში მეფობის აღდგენასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი შეხედულებები, მიმაჩნია რომ 21-ე საუკუნეში მეფობის აღდგენა სრული ანაქრონიზმია. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ იდეას უჭერენ მხარს, ჩემს სიმპათიას არ იმსახურებენ", - აცხადებს მერაბიშვილი გაზეთ "24 საათთან" ინტერვიუში.
ამასთან, ინტერვიუში მერაბიშვილი პრიმაკოვის საკითხს (რაზეც რამდენიმე დღის წინ გაზეთ "კომერსანტთანაც ისაუბრა და მას ქართული ოპოზიციის მხრიდან აჟიოტაჟი მოჰყვა) კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ "პუტინმა საქართველო, პრიმაკოვს გადააბარა".