უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი თავის ,,ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ ეკატერინე ზღულაძე უკრაინის მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო პროცედურებს გადის.
მან საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება დაწერა. ამავე დროს, არსენ ავაკოვმა, უკრაინის პრეზიდენტს ზღულაძისთვის მათი ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით უკვე მიმართა.
ავაკოვის ვარაუდით, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ დაიგვიანებს.
,,ორშაბათს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება გამოიცემა, ზღულაძის კანდიდატურას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე წარვადგენ.
ძალიან მიხარია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომპეტენტურობა, რეფორმების სურვილი და ღიმილი მეტი იქნება.კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!" - წერს ავაკოვი.
მასალის გამოყენების პირობები