"ეროვნული საბჭო" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ დღეს, ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში, "ეროვნული საბჭოს" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა და "ხალხის პარტიის" ლიდერმა, კობა დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ 30 მაისის ადგილობრივ და თბილისის მერის არჩევნებში "ეროვნული საბჭო" გაიმარჯვებს, ეს მთლიანად ღირსეული ოპოზიციის გამარჯვება იქნება. დავითაშვილის განცხადებით, "ეროვნული საბჭო" ოპოზიციის კოალიციურ მთავრობას შექმნის.
"თბილისის კოალიციური მთავრობა იქნება წინგადაგმული ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოში დასრულდეს ერთი კაცის ტოტალიტარული მმართველობა. მთავრობაში შემავალი სუბიექტები თავად გადაინაწილებენ თავის წილ პასუხისმგებლობას", - განაცხადა დავითაშვილმა.
"ხალხის პარტიის ლიდერი განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა შეთავაზება არ არის. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილებაა და ეროვნული საბჭოს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად განხორციელდება.
"თბილისის კოალიცური მთავრობის კარი ყველა ღირსეული სუბიექტისთვის ღია იქნება. "ეროვნული საბჭოს" ლიდერებს კი საზოგადოება იცნობს იმ პოლიტიკოსების სახელით, რომლებიც თავის სიტყვას არ გადადიან და ყველა დაპირებას პირნათლად ასრულებენ", - განაცხადა დავითაშვილმა.